თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან ერთად „თბილისობა - 2024“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს მშვიდობა, განვითარება და აღმშენებლობა უსურვა.
„ჩვენი ქალაქი უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ოქტომბრის დასაწყისში თბილისობას აღნიშნავს. თბილისობის ტრადიცია, გარდა იმისა, რომ არის სახალხო ზეიმის, დასვენების დღე, ასევე სიმბოლურად გამოხატავს ქალაქისა და რეგიონების მჭიდრო კავშირს. ეს დღესასწაული უშუალოდ თბილისის ისტორიული წარსულიდან გამომდინარეობს და ბუნებრივად გადმოდის დღევანდელობაში. ვულოცავ თბილისობის დღესასწაულს ჩვენს ყველა თანამოქალაქეს და დედაქალაქის სტუმრებს. თბილისს და სრულიად საქართველოს კი ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად ორბელიანის მოედანზე „თბილისობა 2024“-ის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა საგამოფენო სივრცე და სამეწარმეო ბაზრობა დაათვალიერა.
ორი დღის განმავლობაში როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში თბილისობის აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ბიჭი...“ - ზალიკო ბერგერი იბიცაზე ისვენებს
🎥 „54 წლის ასაკში ქალბატონი, პირველი შვილის დედა გახდა“ - „კლინიკა ბომონდი“ ემოციურ კადრებს აქვეყნებს