Digest Logo

🎥 მერკური ტოვებს კირჩხიბს და ლომის ზოდიაქოში გადადის - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მიხეილ ცაგარელის პროგნოზი!

1752237960
მიხეილ ცაგარელი

„მერკური ტოვებს კირჩხიბს და სექტემბრის შუა რიცხვებამდე ლომის ზოდიაქოში გადადის. ასევე ივლისის 18 რიცხვიდან 11 აგვისტომდე ეს პლანეტა ხდება რეტროგრადული. ამ პერიოდში არ არის კარგი ახალი საქმის დაწყება, სჯობს დაასრულოთ ძველი საქმეები და გამოასწოროთ წარსულის შეცდომები. ახალი საქმის დაწყება ძალიან ცუდად, ან საერთოდ ვერ წავა“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „შუა დღე“ საუბრობს. 

როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე: 

ვერძი 

სასიყვარულო კუთხით საინტერესო პერიოდი გაქვთ, აგვისტოს პირველ ნახევრამდე გაქვთ არ ნახული შარმი, მიზიდულობა, კომუნიკაბელურობის უნარი და ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ.

ვერძი იქნება, ყველაზე ხშირად კაზინოებში, თამაშებში იქ, სადაც ლატარიები და აზარტია. ასევე როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი კარგი პერიოდი გაქვთ. ყველაფერი, რასაც გააკეთებთ სიყვარული ჩადეთ. 

კურო

ძირითადი წარმატების ფაქტორი გაქვთ სამშობლოში, შეგიძლიათ იმოგზაუროთ, მაგრამ ცოტა ხნით. გაქვთ დახვეწილი იუმორის გრძნობა. პერიოდი კარგია სახლში რემონტისთვის, ნათესაური კავშირისთვის. 

ტყუპები

აი, ვინ ტრიალებს იმ ბორბალში რაც მისია. პერიოდი კარგია ყველაფრისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის, მოლაპარაკებისთვის, შეხვედრებისთვის. თუ მასმედიის, საგანმანთლებლო, ტურიზმის სფეროში ხართ ჩართული გაქვთ წარმატების დიდი ფაქტორი. შეგიძლიათ გააოცოთ ადამიანები.

კირჩხიბი

სამი მთავარი პლანეტა თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენთვის, როგორც ფინანსური, ასევე, სხვა კუთხითაც. იცით ვისთან რა უნდა თქვათ, ინტუიციაც გაქვთ და ყველაფერი თქვენ მხარესაა, მთავარია არ გადაიღალოთ.

ლომი

მთავარი ფავორიტი ხართ. წინა პლანზე მოდის პომპეზურობა და საუკეთესო მეფური რაღაცები. ნებისმიერ სფეროში გაქვთ საშუალება გამოიყენოთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობები, მთავარია ახალი საქმეები არ დაიწყოთ 18 ივლისიდან, 11 აგვისტომდე. გაქვთ არ ნახული შარმი და მიზიდულობა. 

ქალწული

გაქვთ მომატებული ინტუიცია, რომელზე დაყრდნობითაც აკეთებთ სწორ არჩევანს. შესაძლოა, გაუჩნდეს ინტერესი ფსიქოლოგიის და კოსმოსური მოვლენების მიმართ. კარგი იქნება თუ გაქვთ სასტუმრო ბიზნესი, ამ მხრივ წარმატებული პერიოდი იქნება. 

სასწორი

რეფორმების დროა, საუკეთესო პერიოდია სიახლეებისთვის. პერიოდი დაგეგმეთ წინასწარ რა გინდათ მოხდეს, შესაძლოა გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, შეიცვალეთ იმიჯი. სიახლეების და რეფორმების პერიოდია.

მორიელი

კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შეიძლება დაიკავოთ ახალი თანამდებობა, ან მიიღოთ საინტერესო შეთავაზება. გონება შორსმჭვრეტელია, რასაც ახლა დასახავთ შეიძლება დანარჩენებმა გაიგოს სამი წლის შემდეგ.

მშვილდოსანი

საუკეთესო პერიოდი მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის. შესაძლოა უცხოეთიდან ფულიც ჩამოიტანოთ. შესაძლებლობა გაქვთ არ ნახული, გამოიყენეთ ეს პერიოდი.

თხის რქა

ენას კბილი დააჭირეთ, არ გათქვათ საიდუმლოები. გაქვთ საშუალება გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება კურორტზე გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც ბიზნესს დაიწყებთ, დაეყრდენით ინტუიციას და წადით რისკზე.

მერწყული

საუკეთესო დროა ყველაფრისთვის, როგორც სიყვარულისთვის, ასევე ქორწინებისთვის და პარტნიორული ურთიერთობისთვის. გაქვთ კარგი უნარი დიპლომატიის და მოლაპარაკებისთვის.

თევზები

ეს ის პერიოდია, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეიცვალოთ უცხო ენები. გაქვთ მზარდი ინტუიცია, დახვეწილი იუმორი, რაც იზიდავს ადამიანებს თქვენკენ. ეს არის პერიოდი, რომელიც გაწესრიგებთ, რომ სექტემბრიდან თქვენ დაიწყოთ რეალიზაცია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოერიდეთ ახალ წამოწყებებსა და მოგზაურობას“ – პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება - რა ხდება ცის კაბადონზე 18 ივლისიდან, 11 აგვისტომდე?

⭕ „ჩემი უძლეველი რაზმი!“ - გია ბაღაშვილი ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

⭕„მოტივაცია ააყენებს ადამიანს ფეხზე, ხოლო დისციპლინა შორს წაგიყვანს“ - ზაზა ფაჩულია წარმატების ფორმულაზე