Digest Logo

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, შიო მესამე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

1795413589
შიო მესამე:

დღეს, 23 ნოემბერს გიორგობაა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. 

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

წმინდა გიორგი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმინდანია, რომელიც სიმამაცის, რწმენისა და ქრისტიანული თავდადების სიმბოლოდ მიიჩნევა. საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ - 6 მაისს დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ აჰყვებით სხვის პრობლემებს, ნაკლები ილაპარაკეთ და მეტად დატკბით სიჩუმით“ - თაკო მელიქიშვილი 23 ნოემბრის ენერგიებზე

⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, სწავლის, მშენებლობის დაწყება, ქორწილი“ - 23 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕ლოცვა, რომელიც გიორგობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხო

✕