Digest Logo

🎥 „გივი ბერიკაშვილის პაროდიასაც ვაკეთებდი...“ - რაზე ოცნებობდა პროფესიონალი მოკრივე და სამხედრო მოსამსახურე ელენა სიყმაშვილი?

1742932344
ელენა სიყმაშვილი

პროფესიონალი მოკრივე და სამხედრო მოსამსახურე ელენა სიყმაშვილი გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც პროფესიაზე ისაუბრა.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: მოკრივე და სამხედრო მოსამსახურე ელენა სიყმაშვილი მსახიობობაზე ოცნებობდა? - მან ასე უპასუხა:

„დიახ. ბავშვობიდან მქონდა მსახიობობის ნიჭი, ხელოვნებასთან ზოგადად ძალიან ახლოს ვარ, ვხატავ კიდეც. ყოველთვის ვაკეთებდი სხვადასხვა ადამიანის პაროდიებს. გივი ბერიკაშვილის პაროდიასაც ვაკეთებდი. ჩემი მეგობრები მიეჩვივნენ და სულ მეუბნებოდნენ - აბა ამას მიბაძე, აბა ამის პაროდია გააკეთეო. უკვე ყელში მქონდა ამოსული.

ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ყველაფერი დამოკიდებული იყო მატერიალურ მხარეზე. 90-იანი წლების ბავშვი ვიყავი და გამოვიარე ყველაფერი. ასევე ვსწავლობდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სასწავლებელში, ფინანსური ამბების გამო რა თმა უნდა იქაც ვერ გავიარე და დავამთავრე ბოლომდე. სპორტსაც ბევრი ფინანსები უნდა. მე ხშირად აღვნიშნავ, რომ მე რომ სპონსორი მყოლოდა და ბევრი ბრძოლები ჩამეტრებინა ჩემ ქვეყანაში არც ქამარი იქნებოდა პრობლემა და მეტად წარმატებული ვიქნებოდი. როდესაც მარტო ცხოვრობ, შვილს მარტო ზრდი, ამაზე ზრუნავ მხოლოდ, ამიტომ შევწყვიტე და ფიზიკური მხარე ავირჩიე“, - აღნიშნა ელენა სიყმაშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ოფიციალურად - ილია თოფურიას ახალი მეტსახელი ცნობილია

⭕„ძველი წიგნები...“ - თაკო ჩხეიძე რომიდან ახალ ფოტოებს გვიზიარებს

⭕„ამხელა პუბლიკის წინაშე გასვლა, გიოს დიაგნოზიდან გამომდინარე, გამოწვევა იყო...“ - ვინ არის ბიჭი, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა „დინამო არენაზე“