Digest Logo

გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

15/9/2023 • 16:54
რუსთავის ციხეში ხანძარი

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის რიგით მესამე ფილიალი გახსნა. 

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იუსტიციის სახლები პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტ სერვისზე. ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება.

დღესვე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გლდანის ციხეში ახალი სამზარეულო სივრცეც გაიხსნა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საკვების უსაფრთხოების ხარისხს.

სამზარეულო 3 000 ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემსახურება. რვა სახის მენიუ სხვადასხვა დაავადების მქონე პატიმრებზეცაა გათვლილი და მათი ჯანმრთელობის საჭიროებებზე სრულად არის მორგებული. სივრცეში 17 მსჯავრდებულია დასაქმებული, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.

გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლისა და სამზარეულო სივრცის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵  „უკვე რიგით მე-10. საქართველო იხრჩობი, ინგრევი, ტკივილისგან მაინც, ამოიღე ხმა“- ვინ არის შოვის სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლი?

🔵  „მსოფლიო მნიშვნელობის ბრწყინვალე ძეგლია და ქართული აღორძინების დასაწყისის საუკეთესო ნიმუშია“ - რა ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

🔵  როგორი მამები არიან მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები? - მესი და რონალდუ ერთმანეთს არა მხოლოდ სპორტში, ისინი საუკეთესო მამობაშიც ეჯიბრებიან