
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შესახებ, რომელსაც საქართველოს ნაკრები იტალიასთან გამართავს, კომენტარი ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ბითაძემ გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ესპანეთთან გამარჯვება, თუმცა მატჩები კიდევ გვაქვს მოსაგები. ალბათ უყურეთ იტალია-საბერძნეთის შეხვედრას, იტალია ძალიან კარგი გუნდია. მარტივი სიტუაციებიდან ბურთები ვერ ჩააგდეს, თორემ მოგებაც შეეძლოთ. რთული თამაში გველის და შევეცდებით, ყველა ის საჭირო ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც გამარჯვებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა გოგა ბითაძემ.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების მატჩი 30 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინო ჩხეიძის ახალი კადრები და შთამბეჭდავი ლუქი