Digest Logo

„ენერგეტიკულად ყველაზე დაძაბული და ფეთქებადი პერიოდია...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

1794835647
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური 16-22 ნოემბრის კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდი ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ფეთქებადსაშიშია.

როგორც პროგნოზშია აღნიშნული, მზისა და მარსის მწვავე კონფლიქტი, ასევე მარსისა და იუპიტერის შეერთება ზრდის აგრესიის, კამათისა და დაუფიქრებელი აზრების რისკებს, თუმცა კვირის ბოლოს მზის მშვილდოსნის ნიშანში გადასვლა ენერგიას შედარებით დააბალანსებს და ახალ, ოპტიმისტურ ციკლს დაუდებს სათავეს:

„16-22 ნოემბრის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი:

ზოგადი ფონი: ნოემბრის მესამე კვირა ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ფეთქებადი პერიოდია. შევდივართ მზისა და მარსის მწვავე კონფლიქტის ზონაში (მზე მორიელში, მარსი ლომში). ეს კონფიგურაცია უკავშირდება აგრესიას, ასე რომ, ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი, დაპირისპირება, კონფლიქტი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ამ დროს ბევრი ადამიანი უკომპრომისო ხდება და საკუთარი პოზიციის გამოხატვას აგრესიულად ცდილობს.

მით უმეტეს, რომ ლომში მყოფი მარსი იუპიტერს უერთდება, რაც ამბიციებს მაქსიმუმამდე ზრდის. ეს არის დრო, როცა ადამიანები შეეცდებიან რადიკალური ნაბიჯები გადადგან და ლიდერობა ასე მოიპოვონ. თუმცა სიჯიუტე და დაუფიქრებელ რისკზე წასვლის სურვილი პრობლემებს გაამრავლებს და ნეგატიურ შედეგს მოიტანს.

კვირის ბოლოს, 22 ნოემბერს, მზე მშვილდოსნის ნიშანში გადადის, რაც დაძაბულ ენერგიას შედარებით განმუხტავს და ახალ, ოპტიმისტურ ციკლს დაუდებს სათავეს.

კვირის მთავარი მოვლენები: მარსი-იუპიტერის შეერთება და მზის დისჰარმონიული კავშირი: კვირის პირველ ნახევარში ლომში ერთიანდება ორი უძლიერესი ცეცხლოვანი პლანეტა (მარსი და იუპიტერი).

ამას ემატება მორიელიდან მზის დაძაბული ასპექტი (კვადრატურა).

ეს მიუთითებს აზარტულობაზე, ახალი საომარი მოქმედებების ესკალაციასა და სახიფათო ხანძრებზე. მოიმატებს ტრავმებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისების რისკი. მშვილდოსნის დასაწყისი (22 ნოემბერს, 11:22 საათზე): კვირას მზე მორიელის ტრანსფორმაციულ ზონას ტოვებს და მშვილდოსანში გადადის.

ეს გაააქტიურებს მოგზაურობის, განათლების, ჰორიზონტების გაფართოებისა და ძვირად ღირებული შენაძენების თემატიკას. აუცილებლად გაითვალისწინეთ „უკურსო მთვარის“ პერიოდები:

ამ შუალედებში დაწყებული საქმეები ხშირად უშედეგოდ სრულდება.

❌ 17 ნოემბრის 18:27-დან - 18 ნოემბრის 01:19-მდე;

❌ 20 ნოემბრის 05:48-დან - 20 ნოემბრის 09:51-მდე;

❌ 22 ნოემბრის 11:38-დან - 22 ნოემბრის 14:09-მდე.

სტრატეგია: ამ კვირაში უმთავრესი ამოცანაა, არ წახვიდეთ დაუფიქრებელ რისკზე, არ აჰყვეთ აზარტს და შეინარჩუნეთ ემოციური სიმყარე.

სასურველია, მოერიდოთ ფიზიკურ გადატვირთვას, ექსტრემალურ გარემოებებს, ტრავმულ სიტუაციებს, ხელმძღვანელობასთან და ავტორიტეტულ ადამიანებთან დაპირისპირებას. ამ კვირის ცეცხლოვანი ენერგია მიმართეთ წინდახედული, მაგრამ აქტიური ძალისხმევისკენ, ვარჯიშისკენ, ეკონომიკური ცვლილებებისკენ ან მასშტაბური მიზნების დაგეგმვისკენ.

16 ნოემბერი, ორშაბათი: ამბიციების აფეთქება მთვარე მერწყულის ნიშანშია. დილის 10:20 საათზე ლომის ნიშანში მარსისა და იუპიტერის ზუსტი შეერთებაა, რაც ენერგიის, ამბიციისა და საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილის პიკს წარმოადგენს.

ამ ფონზე, მთვარე დილიდანვე ჰარმონიულ ასპექტს ქმნის სატურნთან, რაც გვეხმარება ეს საკმაოდ დიდი, მაგრამ ქაოსური ენერგია ლოგიკის ჩარჩოებში მოვაქციოთ და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ. დღე მოითხოვს არა იმპულსურ მოქმედებებს, არამედ სტრატეგიულ გათვლებს.

✅რეკომენდებულია: დიდი მიზნების დასახვა, მნიშვნელოვანი წერილის დაწერა, პრობლემის გადაჭრისთვის არასტანდარტული გზის მოძიება და საერთოდ, ინტელექტუალური საქმიანობა. დღევანდელი ენერგია გამოიყენეთ იმ საქმეების სტრუქტურირებისთვის, რომლებიც დიდ კონცენტრაციასა და მენტალურ ძალისხმევას ითხოვს.

⛔️ თავი შეიკავეთ: ექსტრავაგანტური გამოხტომებისგან და საკუთარი ეგოს დემონსტრირებისგან. ნუ შეეცდებით ვინმეს თქვენი უპირატესობა ძალით დაუმტკიცოთ. მოერიდეთ მკვეთრ, ირონიულ შენიშვნებს, სარკასტულ დიალოგებს, რადგან ნებისმიერი მცირე რეპლიკა შესაძლოა ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 17 ნოემბერი, სამშაბათი: დაძაბულობის კულმინაცია მთვარე კვლავ მერწყულშია.

⚠️ ყურადღება: მთვარე უკურსო ხდება 18:27-დან. დღის მეორე ნახევარი კვირის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთია. შუადღის შემდეგ მთვარე უპირისპირდება ლომში მყოფ იუპიტერსა და მარსს, პარალელურად კი მზესთან კვადრატურას ქმნის. ეს ნეგატიური ასპექტები შინაგან დაძაბულობასა და კონფლიქტების ესკალაციაზე მიუთითებს. სიტუაცია კონტროლიდან ადვილად შეიძლება გამოვიდეს. ამიტომ სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენა აუცილებელი იქნება.

✅ რეკომენდებულია: მხოლოდ ადრე დაწყებული საქმეების მშვიდად კეთება და კრიზისულ ურთიერთობებში ემოციური დისტანციის შენარჩუნება. ფოკუსირდით რუტინულ სამუშაოზე, რომელსაც ნაკლები კომუნიკაცია სჭირდება და დღის მეორე ნახევარი მშვიდ, განმარტოებულ გარემოში გაატარეთ.

⛔️ თავი შეიკავეთ: სარისკო და სახიფათო მოქმედებებისგან, უტაქტობის გამოვლენისგან, საქმის გარჩევისგან და ხელმძღვანელობასთან კამათისგან.

18:27 საათის შემდეგ არ არის რეკომენდებული ახალი მოლაპარაკებების დაწყება, მნიშვნელოვანი ფინანსური ტრანზაქციები და საბუთების გაფორმება.

18 ნოემბერი, ოთხშაბათი: ფარული დინებები მთვარე 01:19 საათზე თევზების ნიშანში გადადის. დღის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა მზისა და იუპიტერის დაძაბული ასპექტი მიანიშნებს გადაჭარბებულ მოლოდინებზე, ილუზიურ დაპირებებსა და იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე.

პოლიტიკურ და რელიგიურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით იმატებს სკანდალის ალბათობა. მოსალოდნელია ხმაურიანი განცხადებების გაკეთება. ამის პარალელურად, თევზების მთვარე მოვლენებს ფარულ და ემოციურ ხასიათს აძლევს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, რათა სხვა ადამიანის მანიპულაციამ არასწორ თამაშში არ შეგიტყუოს.

✅ რეკომენდებულია: შემოქმედებითი საქმიანობა, განმარტოება და რთული საკითხების მშვიდად მოგვარება. კარგი დროა ფსიქოლოგიური პრაქტიკისთვის, თვითრეფლექსიისთვის, მედიტაციისთვის, ხელოვნებასთან შეხებისთვის და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ინტუიციურ მიდგომას მოითხოვს.

⛔️ თავი შეიკავეთ: იურიდიულ ავანტიურებში ჩართვისა და დაპირებების გაცემისგან. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა ძვირად დაგიჯდებათ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებსა და იმ ადამიანებთან თანამშრომლობას, ვინც სწრაფ და მარტივ გამდიდრებას გთავაზობთ.

19 ნოემბერი, ხუთშაბათი: მზე-მარსის სახიფათო კვადრატი მთვარე თევზების ნიშანშია.

გვიან საღამოს, 21:42 საათზე, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ფეთქებადი ასპექტი - მზისა და მარსის კვადრატურის პიკია. ფიქსირებულ ჯვარში (მორიელი-ლომი) წარმოქმნილი ეს კონფლიქტი აგრესიის, ბრაზის გამოვლენისა და ტრავმულობის მაღალ რისკზე მიუთითებს. სიტუაციები შეიძლება ძალიან სწრაფად გამწვავდეს. დღე უკიდურეს სიფრთხილეს მოითხოვს ბასრ საგნებთან, ტექნიკასთან, საჭესთან და ადამიანებთან ურთიერთობაში.

✅ რეკომენდებულია: მოთმინების გამოვლენა, საკუთარი აგრესიის გაცნობიერება და მართვა, ფიზიკური დასვენება. თუ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მიმართეთ ის უსაფრთხო ფიზიკური შრომისკენ ან სპორტისკენ, სადაც სხვებთან კონკურენცია არ მოგიწევთ.

⛔️ თავი შეიკავეთ: ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე რეაგირებისგან. კატეგორიულად მოერიდეთ რისკს და ძალისმიერ მეთოდებს. არ არის მიზანშეწონილი სიჩქარე, ფიზიკური დაპირისპირება და იმ ადგილებში ყოფნა, სადაც ბევრი ხალხი და ქაოსური ენერგიაა. 20 ნოემბერი, პარასკევი: დილის პაუზა და შუადღის ცეცხლი მთვარე 09:51 საათზე ვერძის ნიშანში გადადის.

⚠️ყურადღება: 05:48-დან 09:51-მდე მთვარე უკურსოა. ვერძში გადასვლისთანავე დინამიკა საგრძნობლად იზრდება, ემოციური ფონი მკაფიო ხდება და მოქმედების ძლიერი სურვილი ჩნდება. შუადღისას მთვარე პლუტონსა და ურანთან ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის, რაც გაძლიერებულ ინტუიციაზე, გამჭრიახობასა და სწრაფ რეაქციებზე მიუთითებს. ეს საუკეთესო დღეა დამოუკიდებელი და გაბედული ინიციატივებისთვის.

✅ რეკომენდებულია: 10:00 საათის შემდეგ ფიზიკური ვარჯიში და დაგროვილი საქმეების სწრაფად მოგვარება. გამოიჩინეთ ლიდერული თვისებები იქ, სადაც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა საჭირო. შესანიშნავი პერიოდია პირადი ინიციატივების წამოსაწყებად.

⛔️ თავი შეიკავეთ: დილის საათებში მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისგან. შუადღის შემდეგ კი მოერიდეთ იმპულსურობას და სხვების საქმეებში დაუკითხავად ჩარევას. ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ.

21 ნოემბერი, შაბათი: ემოცია და დისციპლინა მთვარე ვერძის ნიშანშია.

გამთენიისას მთვარე-სატურნის შეერთებაა. ვერძულ ცეცხლოვან ემოციას სატურნი სტრუქტურაში აქცევს, რაც ნიშნავს, რომ გეგმებს მკაცრი დისციპლინით უნდა მიყოლა. დღე ხელს უწყობს არა სპონტანურ და გაუაზრებელ მოქმედებებს, არამედ მოთმინებასა და ვალდებულებების შესრულებას. წარმატებას მხოლოდ ის ადამიანები მიაღწევენ, ვინც დაფიქრებით იმოქმედებენ და ენერგიას პრაქტიკული პროექტების განვითარებისთვის გამოიყენებენ.

✅ რეკომენდებულია: მოვალეობების პასუხისმგებლობით მიდგომა და დაუმთავრებელი საქმეების დასრულება. იდეალური დროა სახლში ან სამუშაო სივრცეში წესრიგის დასამყარებლად, ინვენტარიზაციისა და იმ საქმეების მოსაგვარებლად, რომლებიც სკრუპულოზურ მიდგომას მოითხოვს.

⛔️ თავი შეიკავეთ: წესებისა და ინსტრუქციების იგნორირებისგან. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კონფლიქტისგან. მოერიდეთ ვალდებულებებისგან თავის არიდებას. თუ პირობას დადებთ, მაშინ შეასრულეთ კიდეც. 22 ნოემბერი, კვირა: მშვილდოსნის თვე და ახალი ეტაპი მთვარე 14:09 საათზე კუროს ნიშანში ინაცვლებს.

⚠️ ყურადღება: 11:38-დან 14:09-მდე მთვარე უკურსოა. დღე მნიშვნელოვანი ინგრესიებით გამოირჩევა. 11:15 საათზე მზე ტოვებს მორიელის და მშვილდოსანში გადადის, რაც ახალი, უფრო ნათელი და ოპტიმისტური თვის დაწყებაზე მიუთითებს. კუროში გადასული მთვარე კი მოვლენებს პრაქტიკულ და პრაგმატულ ჩარჩოში აქცევს, ამიტომ შუადღის შემდეგ იდეალური დროა ფინანსური დაგეგმარებისა და ოჯახური კომფორტის შექმნისთვის.

✅ რეკომენდებულია: 14:00 საათის შემდეგ ოჯახურ გარემოში დასვენება და პრაქტიკული შენაძენების დაგეგმვა. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, დაგეგმეთ ბიუჯეტი, საჩუქრით გაანებივრეთ საკუთარი თავი ან ოჯახის წევრები, გაალამაზეთ და შექმენით ესთეტიკური გარემო. ეს ყველაფერი შინაგან ჰარმონიას დაგიბრუნებთ.

⛔️ თავი შეიკავეთ: შუადღემდე (უკურსო მთვარისას) საყიდლებზე წასვლისა და ახალი საქმეების წამოწყებისგან. დილით პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევისგან და კრიტიკისგან, რადგან ემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება უსაფუძვლო ეჭვიანობა და კონფლიქტი გამოიწვიოს“, - წერს რამაზ გიგაური.

სტატიის სანახავად გადადით ბმულზე:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „შანსი ხშირად პრობლემის სახელით მოდის“ - საბა ლაზიშვილის ასტროლოგიურ რუკა: რას წერს ვედი ასტროლოგი

🎥 „შვილის ვალზე მშობლებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, თუმცა არსებობს გამონაკლისები“ - რას განმარტავს იურისტი

⭕როგორ შევხვდეთ 2027 წელს, რომ სიმბოლურად მოვიზიდოთ კეთილდღეობა? - ნინა ხომერიკის რჩევები

წყარო: www.patreon.com

✕