Digest Logo

„გოგონა ჩავიდა ბიჭების დასახმარებლად, საშინელება ხდებოდა“ - თვითმხილველი გოგონაზე, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

1665666756
ტრაგედია ვაკის პარკში

დღეს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპული 13 წლის გოგონაა.

„ბურთი ჩაუვარდა აუზში და ჩავიდნენ ორნი და ერთი გოგო ჩავიდა დასახმარებლად. ყველაზე მძიმედ ის გოგო იყო.

ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ბავშვები, კლასელები ტიროდნენ“, - ამბობ თვითმხილველი „პალიტრა ვიდეოსთან.“

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

🎥 „არავის ეპატიება ბავშვზე გამოქნეული სკამი. უმკაცრესად დაგსჯი, სწორედ ჩემი შვილის გამო“ - მარიტა მელიქიშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს