ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპული 13 წლის გოგონაა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით „პალიტრანიუსს“ თვითმხილველი ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვს ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ბიზნესმენების ტერორი და ქურდულ სამყაროსთან კავშირი - დაკავებულია 4 პირი
🔵„ყველა უკრაინელი არ არის მეგობარი და ყველა რუსი არ არის მტერი“ - ლიზა ვადაჭკორია
🔵20 წლის წინ გაშვილებული ტყუპები, რომლებმაც ერთმანეთი tiktok-ზე იპოვეს, მშობლებს ეძებენ
წყარო: www.palitravideo.ge