ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებასა და ურთიერთობებზე.
ამჯერად იგი „კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს აუხსნა, რას ნიშნავს გაცნობიერებული ადამიანი:
„ცნობიერება ისეთი ტემპით იცვლება, მაშინაც კი, როცა ამას ადამიანი ვერ აცნობიერებს. ცნობიერების შეცვლა არ ნიშნავს, რომ ყოველდღე მიდის რაღაც გამთლიანებისკენ, შეიძლება პირიქით, შევიწროვებისკენ მიდიოდეს, მაგრამ ეს არის დინამიკა!
ვფიქრობ, კაცობრიობა ეს არის ცნობიერების ევოლუცია! ადამიანის ფსიქიკაში იმდენად ბნელა, ისეთი შემოჭრები აქვს, რასაც ფსიქოლოგიამ არაცნობიერი უწოდა, რომ მუდმივად რაღაც ახალია, გარეგნულადაც კი.
ადეკვატურობას მხოლოდ რეალობის აღქმასთან ვზომავ, ის კი არა ჩემში არსებული იდეა რას მეუბნება კონკრეტულ გამოწვევაზე. ეს იდეები, რაც განპირობებულია, არის მკვდარი ცოდნა, როგორ მოვიქცეთ. ადეკვატურობას ვეძახი, როცა ამ იდეიდან კი არ ამოდიხარ, აი, სპონტანურად დაინახე გამოწვევა და იწყებ მოქმედებას სიცარიელიდან!
ჩვენი პრობლემაა თავმოყრილი ცოდნა! ცოდნა რომ გაქვს, რა დროს რა გააკეთო. თითქოს შენი გონება სულ წარმოდგენებშია, სადაც მთავარი გმირი ხარ. როცა აქედან მოქმედებ, ამას ვერ დავარქმევდი ადეკვატურობას, ეს გაკვალული გზაა. გამოწვევა კი მუდმივად ახალი გზაა! საინტერესოა ის, რომ პროცესი ისე მიდის, რომ ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს.
გაცნობიერებულია ადამიანი, ვინც გაიაზრა რისგან შედგება მისი განპირობებული გონება, ყოველი იდეა, პრინციპი, აღქმა, ტრადიცია, ხედვა, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი არის მკვდარია, გუშინდელი და ახალი გამოწვევა არის მუდმივად ახალი. ეს ძალიან კარგად ვლინდება ურთიერთობებში“, - ამბობს ნონა ხიდეშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქობულეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
⭕„ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ, შენ უბრალოდ გამბედაობა მოიკრიბე...“ - თბილისში 30 წლის კაცს ეძებენ