ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა.
ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას ასევე, დაშავდა ერთი ადამიანი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტეს, რომ დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ, შენ უბრალოდ გამბედაობა მოიკრიბე...“ - თბილისში 30 წლის კაცს ეძებენ
წყარო: ajaratimes.ge