თბილისში 30 წლის ჯემალ ხვედელიძეს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ოჯახის წევრი ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა 21 თებერვალს, დილით 09:00 საათზე სახლიდან გავიდა. ბოლოს ვარკეთილის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მას შემდეგ კი კვალი ქრება:
„ი ძ ე ბ ნ ე ბ ა ჯემალი ხვედელიძე.
ჯემო არის 30 წლის და არა ასაკიანი. ასევე არ არის შეურაცხადი, არ სვამს ანუ ლოთი არ არის, არ ეწევა არც ნარკომანი არ არის. პირადი პრობლემების გამო გაგვერიდა ოჯახს და ახლობლებს და არ ვიცით, სად წავიდა და ვეძებთ, რომ დაგვიბრუნდეს და დავეხმაროთ მოგვარებაში.
გთხოვთ, გულდასმით წაიკითხეთ და გააზიარეთ ჩემი პოსტი.
21 თებერვალს, დილით 9 საათზე სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. ვეძებთ ოჯახი და ახლობლები. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმემ რამე ინფორმაცია იცით, თუ ვინმემ, სადმე, ამ დღეების მანძილზე თვალი მოჰკარით დაგვიკავშირდით ნომერზე 597937290 ან 558345388.
გთხოვთ ყველას, გზად თუ კი ვინმე მსგავსი ვიზუალის ადამიანს მოჰკრავთ თვალს აუცილებლად შეგვეხმიანეთ მითითებულ ნომერზე. გავიდა ვარკეთილის ტერიტორიიდან და შემდეგ მოძრაობებზე ჩვენთვის არ არის ცნობილი.
თუ კი სადმე ჩემს პოსტს წააწყდები, თუკი გაიგებ, რომ გეძებთ გთხოვ, უბრალოდ გაგვაგებინე რომ კარგად ხარ.
ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ, შენ უბრალოდ გამბედაობა მოიკრიბე და სახლში დაბრუნდი ოჯახთან“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ: