Digest Logo

გორის სკოლაში მეხუთე კლასის მოსწავლეს მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს

1698659784
პატრული - ავარია

გორის სკოლაში მეხუთე კლასის მოსწავლეს მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს.

გავრცელებული ცნობით, წერილში რომელშიც ბავშვს დაუტოვეს დის მოკვლით ემუქრებიან. 

როგორც „დაიჯესტს“ შსს სამინისტროს პრესცენტრში განუმარტეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. 

„წერილი დახვდა მეხუთეკლასელ ბავშვს მერხთან. წერილით სთხოვდნენ ფულს და წერილი შეიცავდა მუქარასაც. სკოლას ჰქონდა სათანადო რეაგირება, მიმართა პოლიციას და ამჯერად მიმდინარეობს გამოძიება. ხელნაწერი იყო, შესაბამისად, არ გაუჭირდება გამოძიებას დადგენა“, - ამბობს რესურსცენტრის უფროსი, ნანა ტერმაკოზაშვილი „მთავართან“ საუბარში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჰამასის“ მიერ გატაცებული შანი ლუკის დედის ცნობით, მისი ქალიშვილი გარდაიცვალა

„იყო მდუმარებაში, მაგრამ ახლა სახლშია... გორში ცხოვრობს ქირით“ - „უძინართა მზის“ დათოს უცნობი ამბავი