საქართველოში დედის დღეს 3 მარტს აღნიშნავენ. სოციალურ ქსელებში, ცნობილი ადამიანები, მსახიობები, მომღერლები - დედებს გულთბილ პოსტებს უძღვნიან და ულოცავენ.
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში, დედის დღესთან დაკავშირებით, შვილების მიერ გაკეთებული სიურპრიზის შესახებ წერს და აცხადებს, რომ მისი ვაჟებით ყოველთვის ამაყობს.
„ბევრი წლის წინ, გაზაფხულის გარიჟრაჟზე, რეზიკო შეწუხებული მოვიდა. - „დე, იასამანი შემოსულა. ფული არ მქონდა, რომ შენთვის მეყიდა“. ისეთი სახე ჰქონდა, როგორც მაშინ, პატარაობისას… „აბუბა ( ხათუნა) მინდას“ ძახილით რომ მომსდევდა ხოლმე…
გენაცვალოს დედა უჟმურ ხასიათში და ყველაზე მოსიყვარულე, კეთილ გულში!
მადლობა, დე!
ბექას საჩუქარს არ დავდებ. „მარიაჟობაში“ ჩამეთვლება.
ისე, 17 წლის იყო ბექა, თავისი პირველი ხელფასით ჭიქა რომ მიყიდა. საკოლექციო და თან დააყოლა - მეორე ხელფასიდან თეფშსაც გიყიდიო… იმ ჭიქას გრაალის თასივით ვუფრთხილდები! დე, მადლობა საჩუქრისთვის და იმისთვის, რომ შენ თვალებში ის ბავშვური მზერა არ იცვლება, რომელიც ჩემი გახარების მოლოდინით არის სავსე!
დედა გენაცვალოთ უნდა!
დედა შეგეცილოთ დარდში!
ასეთი იყავით მუდამ!
დედის სიამაყედ დარჩით“,- წერს ხათუნა ხოფერია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: