მომღერალმა მარიამ როინიშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ელენე მახარაძემ დედაშვილობაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრეს.
„ძალიან მეგობრულია, დედა ჩემი პირველი მეგობარია, ყველაფერს ვუყვები. დედას რომ ვერ ეუბნებიან ვერაფერს, ასე არ ვარ, დედას უფრო მეტ რამეს ვეუბნები, ვიდრე მეგობრებს და ასევეა დედაც…“, - ამბობს ელენე.
რაც შეეხება მარიამ როინიშვილს, მისი თქმით, ქალიშვილს თავად ასწავლა, რომ მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა დედასთან.
„შეიძლება, ეს პირველად ჩემგან წამოვიდა, ძალიან გახსნილი ვიყავი ელენესთან და წინაპირობა შევუქმენი, მასაც სურვილი გასჩენოდა მეგობრული ურთიერთობის ჩემთან… მგონი, ჯერჯერობით გაგვიმართლა, მომავალში ვნახოთ…“, - ამბობს მარიამ როინიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ია ფარულავა 57 წლის გახდა - „უბერებელი, ქართული სილამაზე“
⭕„ბედნიერი დაბადების დღე ჩემო უბერებელო“ - როგორ მიულოცა მამიდას დაბადების დღე ქრისტინე იმედაძემ?