Digest Logo

„გრიპის ვირუსის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა უკვე 4 კვირაა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ ყოფილა“ - ივანე ჩხაიძე

1716319494
ივანე ჩხაიძე

„იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ საქართველოში გრიპის შემთხვევების მატების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის, სწორედ ყველაზე მეტს გრიპის ვირუსი წარმოადგენს, კერძოდ მისი B ტიპი.

„როდესაც ამინდი იცვლება, უფრო მეტი ადამიანია უფრო მეტი ადამიანი არის სახლის კედლებს გარეთ. მაღალია გრიპის ვირუსის მაჩვენებელი.

ბოლო კვირის მაჩვენებელი, რასაც გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 28%-ს ანუ ყველაზე მეტად გავრცელებულს წარმოადგენს სწორედ გრიპის ვირუსი, კერძოდ, მისი B ტიპი, რაც კლინიკურადაც აისახება პაციენტების ნაკადში და ამ პერიოდისთვის საკმაოდ უჩვეულოა. გრიპის ვირუსის სიჭარბე გრძელდება, რაც კლინიკურადაც აისახება პაციენტების ნაკადშიც.

ბავშვები, რომელთაც აქვთ რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურით, ხველით, სხვადასხვა გართულებებით - მათ შორის, ფილტვების ანთების სახით ჯერ კიდევ არიან კლინიკაში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

მანვე თქვა, რომ ბოლო 4 კვირის განმავლობაში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა.

ერთი რამ რაც განსხვავებულია, უკვე 4 კვირაა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ ფიქსირდება. ეს გარკვეულწილად კორონავირუსის მკაფიო სეზონურობაზე მიუთითებს და გრიპის ვირუსთან ერთად სხვა ტიპის ვირუსები ცირკულირებენ.

ვიცით, რომ საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გაშლილი და ოცდახუთივე საწოლი დღეს არის დაკავებული, ანუ, მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, მაღალ დონეზე რჩება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„კოვიდის დამსახურებით ეს დიაგნოზი აღმოვაჩინე... მანამდე ეჭირათ რენტგენის სურათები ექიმებს და ვერ ხვდებოდნენ რა მჭირდა“ - ნინო ბაშარულმა საკუთარ დაავადებაზე ვრცლად ისაუბრა

„ცხოვრებაში თუ სცენაზე რამდენი გვირგვინიც არ უნდა დაგადგან, არასოდეს დაივიწყო ზრუნვა შენს საყვარელ ადამიანებზე“ - ანი გიუნტერი შვილზე

„მან ფაქტობრივად ცოცხლად „შეჭამა” უიტნის ეს სამღერლად ურთულესი ჰიტი“ - ზაზა შენგელია ნუკა კვალიაშვილზე