Digest Logo

გთხოვთ, ილოცეთ, გიორგი შაქარაშვილის მამაა ცუდად – მსახიობი ზურა პირველი

1606375297
შაქარაშვილის საქმე

მსახიობ ზურა პირველის ინფორმაციით, გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მამის,  ლევან შაქარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მსახიობი მიმართვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საზოგადოებას გიორგის მამის ჯანმრთელობისთვის ლოცვას სთხოვს.

„გიორგი შაქარაშვილის მამა, ლევან შაქარაშვილი არის ცუდად… ახლა ცოტა უკეთაა, მაგრამ მდგომარეობა მაინც მძიმეა!

რამდენიმე დღის წინ ბატონ ლევანს დედა გარდაეცვალა, გიორგის ბებია. ახლა თვითონაც საავადმყოფოშია… წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან მისი მეუღლე და ქალიშვილი (გიორგის დედა და და).

ამას იმიტომ ვწერ, რომ უსუსურობის შეგრძნება მახრჩობს, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია!

ვინც მორწმუნეები ხართ, გთხოვთ, ილოცეთ ამ ოჯახისთვის, რომელიც სულ ნახევარი წლის წინ ბედნიერი ოჯახი იყო და ახლა ჯოჯოხეთში ცხოვრობენ… ვისაც არ გწამთ, მაინც ილოცეთ!“, - წერს მსახიობი.

წყარო: www.resonancedaily.com