ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახური, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ბურჭულაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქო ავრცელებს.
„2023 წლის 21 სექტემბერს, გარდაიცვალა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახური, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ბურჭულაძე.
დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება კვირას, 2023 წლის 24 სექტემბერს, ამავე ტაძრის ეზოში.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი“, - წერია სამძიმრის წერილში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵დავით კოდუას მორიგი ოჯახური ფოტო - რა კადრებს აქვეყნებს კოდუას ყოფილი მეუღლე?
🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი
🔵„მიყვარხართ და დაე ნამდვილმა სიყვარულმა გაიმარჯვოს, ყოველთვის“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე