Digest Logo

„გთხოვთ ყველას, ვინც არ ხართ მმარხველები და მლოცველები დაიწყეთ ნელ-ნელა...“- მამა ლევან ჯიქურის მიმართვა საზოგადოებას

1686925479
მამა ლევანი ჯიქური

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:

„ამ ავადმყოფობის გადამკიდემ, ვერც პეტრე-პავლობის მარხვის დადგომა მოგილოცეთ და ვერც რამე რჩევა გითხარით.

ჩვენში არსებობს ბევრი კეთილი თვისება, სიწმინდე, პატიოსნება, ღვთაებრივი სიმდიდრე, მოთმინება, ერთგულება და სამწუხაროდ მიძინებულია. ხოლო ყველა ბოროტი სურვილი, მიდრეკილება და ცოდვა, მაგალითად ლოთობა, განკითხვა, გარყვნილება, უხეშობა, თვალთმაქცობა და ა.შ. წინაა წამოწეული.

ასეთი მდგომარეობაში ყოფნა, ართულებს ღმერთთანაც და ადამიანებთან ჩვენ კარგ ურთიერთობას.

ამიტომ გთხოვთ ყველას, ვინც არ ხართ მმარხველები და მლოცველები დაიწყეთ ნელ-ნელა.

მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყველაფერ კარგს რაც თქვენ შინაგანშია. ხოლო ყველაფერ ცუდს ეტაპობრივად დათრგუნავს, მერე კი საბოლოოდ მოსპობს. როცა დავდგები ფეხზე და შევძლებ მსახურებას გაცნობებთ.

თუ ილოცებთ ხოლმე ჩემზე არ მაწყენს“,- წერს მამა ლევანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა კავშირია ადამიანის წონასა და ოფლიანობას შორის?

🔵 „პედოფილსა და არასრულწლოვანზე მოძალადეებზე უნდა შეიქმნას საჯარო რეესტრი და მთელი ცხოვრება კეთროვნებად გამოაცხადონ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵 „გთხოვთ ყველას, ვინც არ ხართ მმარხველები და მლოცველები დაიწყეთ ნელ-ნელა...“- მამა ლევან ჯიქურის მიმართვა საზოგადოებას