Digest Logo

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

1777130415
მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ 107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ ემშვიდობება სული საყვარელ ოჯახს: გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი

⭕„ურანს ყოველთვის მოაქვს გათავისუფლება და ეს ქაოსი შექმნის სივრცეს, სადაც გაჩნდება სიახლე“ - რას მოიტანს ურანის ტყუპებში გადასვლა და როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

⭕„აიღეთ ფურცელი დაწერეთ ის, რაც ხელს გიშლით და ის, რის მიღწევაც გსურთ“ - სატურნის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ