Digest Logo

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

1744561908
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

🎥 „გამორჩეულად კარგები ხართ“ - ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „დაილოცოს თქვენი მამაშვილობა“ - ნახეთ, როგორ ერთობა ბუდუ ზივზივაძე შვილთან ერთად

🎥 „გზა აქამდე მისასვლელი იყო გრძელი და მტანჯველი“ - „რეზო და ბავშვები“ 15 მაისს ფილარმონიაში კონცერტს გამართავს