
15 მაისს ჯგუფ „რეზო და ბავშვები“-ს კონცერტი ფილარმონიაში გაიმართება - ამის შესახებ რევაზ ბლიაძე, ლევან ხოტივარი, ჰაჯი ჰაჯიევი, ლევან გრიგოლია, გიორგი ჟორდანია გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ საუბრობენ.
„გზა აქამდე მისასვლელი იყო გრძელი და მტანჯველი, არ არის ადვილი მუსიკის კეთება, რადგან არის ბევრი სირთულეები. ამ ეტაპზე ჩვენ ვწერთ ყველა საქართველოს კუთხეზე სიმღერებს,
უკვე გავიზარდეთ, დავაგროვეთ გამოცდილება და რეპერტუარები, ამიტომ ვფიქრობთ, მზად ვართ წარვდგეთ ამ დიდ საკონცერტო დარბაზში. ასევე გვაქვს სიმღერის პრემიერა და კონცერტზე მთავარი სათქმელსაც ვიტყვით.
ამ კონცერტის მთავარი სიმღერა იქნება „სოხუმი“ და ჩვენი მთავარი მიზანია, დავუკრათ ერთ დღეს სოხუმშიც“, - ამბობს რევაზ ბლიაძე.
გადაცემაში ჯგუფმა ასევე შეასრულა „აჭარული“ - ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: