Digest Logo

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

1775745679
 მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მომზადება უმარტივესია!“ - ცნობილი ბლოგერი ხაჭოს პასქის რეცეპტს გვიზიარებს

⭕„ნამდვილი „ჯეკპოტის“ დღეა! მთვარე შენს ფინანსურ ზონაშია, ბარაქა შენს მხარესაა“ - 9 აპრილის კოსმოსური ამბები

⭕„დადექით გამართულად, წარმოიდგინეთ ოქროს კიბე, რომელიც მწვერვალისკენ მიდის“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ