Digest Logo

🎥 „მომზადება უმარტივესია!“ - ცნობილი ბლოგერი ხაჭოს პასქის რეცეპტს გვიზიარებს

1775741880
ხაჭოს პასქის რეცეპტი

პასქას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს.

პასქის ცხობა ერთგვარი რიტუალია, მას დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტივი რეცეპტებიც არსებობს, ასევე რეცეპტები შედარებით პატარა პორციისთვის. სურვილი თქვით, თორემ პასქა ტაფაზეც კი ცხვება. თუმცა, თუკი კლასიკური პასქის მომზადება გადაწყვიტეთ, გარჯა და წესების დაცვა მოგიწევთ.

ბოლო პერიოდში პოპულარულია ხაჭოს პასქა, რომლის რეცეპტსაც ცნობილი ბლოგერი მარიამ გაბაშვილი
გვიზიარებს.

„ხაჭოს პასქა 2026

1. 600 გრ 9% ხაჭო
2. 700 გრ 15%არაჟანი (არაჟანი უნდა იყოს 700 გრ, გაწურვის შემდეგ აღარ ამიწონია)
3. 360გრ შესქელებული რძე (1 ქილა)
4. 200გრ გამდნარი კარაქი
5. ვანილი
6. 200 გრ ქიშმიში
7. 200 გრ ნიგოზი
8. 100-100 გრ შოკოლადი შავი, რძიანი და თეთრი
9. ყველაფერს რომ კარგად დააბლენდერებთ შემდეგ გაყავით 3 ნაწილად, დაყავით შემდეგი პრინციპით, ბევრი, საშუალო და ცოტა
10. სამივე ნაწილს შეურიეთ გამდნარი შოკოლადი
11. გადაიტანეთ ნახვრეტებიან, დოლბანდ ჩაფენილ ფორმაში.
12. დააყოვნეთ მაცივარში 7-8 საათი და მორთეთ თქვენი გემოვნებით

გემრიელად მიირთვით“, - წერს ბლოგერი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Cook with me 🍰🍕🍔 (@mariam_gabashvili)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლიმონი და ყაყაჩო - ცნობილი ბლოგერი ხაჭოს პასქის რეცეპტს გვიზიარებს

⭕„გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ დამეხმარეთ, გემუდარებით…“ - ნანუკა გულუა საზოგადოებას მიმართავს

⭕„ყველა ზღვარი დაიკარგა ადამიანური, თითქოს არენაზე გამოყვანილ ადამიანებს სიხარულით ქოლავთ“ - დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი რობერტ სტურუას კრიტიკოსებზე