Digest Logo

„გულდასაწყვეტია, როცა ადამიანზე ამბობენ - ასაკშია...“ - რას ჰყვება მანანა თოდაძე?

1733506988
მანანა თოდაძე

მომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ „თბილისელების“ რესპონდენტი იყო, სადაც ასაკთან დაკავშირებით ისაუბრა:

– ბევრს წლების მატება აშინებს. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

მანანა თოდაძე: ჩემი აზრით, ყველა ასაკს თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს. გულდასაწყვეტია, როცა ადამიანზე ამბობენ: ასაკშია, წლებთან შედარებით კარგად გამოიყურება, აღარ უნდა დაბერდესო? არ შეიძლება, სულ ასაკზე გამახვილდეს ყურადღება. ასაკზე კი არ უნდა მიუთითოთ, პატივი უნდა სცეთ მის პიროვნებას. თუ ადამიანი ჯანმრთელია, აქვს პოტენციალი და კარგად გამოიყურება, მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია – ეს ხომ შესანიშნავია. ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე აქვს უფლება, იყოს ბედნიერი და გააკეთოს ის, რაც კარგად გამოსდის, გარშემო მყოფებმა უნდა დააფასონ მისი შესაძლებლობები. როცა შეხედავ ქალს ლამაზია, ჭკვიანი, შრომისუნარიანი, თავის სფეროში წარმატებული, მიიღე ისეთი, როგორიცაა და შეაფასე და დააფასე მისი ნიჭიერება და სილამაზე. ასე რომ, ყველას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ცხოვრება. ყველა ადამიანს ვუსურვებ დღეგრძელობასა და ბედნიერებას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ელენიკოს და მისნაირების კისერზე იყოს, თუ ამ ბავშვებს ვინმე 7-წლიანზე გაუშვებს... ახალგაზრდებო ნუ გამოაყენებინებთ ამათ თავს...“ - „მასტერი“ ვიდეომიმართვას ავრცელებს

„მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, აღარც მე ვაპირებ ამ სიცრუეზე გაჩუმებას...“- რას წერს თამთა სანიკიძე?

⭕„ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს... ლეწავთ თეატრს და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი, ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით“ - ლევან ხურცია