სულ მალე ახალი 2023 წელი შემოაბიჯებს ფეხს. როგორ ხვდება მომღერალი ნანი ბრეგვაძე და რა სურვილი აქვს მას ახალ წელთან დაკავშირებით, ამაზე მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ გული უნდა გწყდებოდეს, როცა ახალი წელი მოდის, რადგან წლოვანება გემატება და ბერდები, მაინც მიხარია. ახალი წელი ნაძვის ხესთან არის დაკავშირებული. ჩვენს დროს, ჩემს ბავშვობაში თოვლი მოდიოდა. გარკვეული პერიოდიდან სულ მე ვრთავდი ნაძვის ხეს. ეს არის ძალიან სასიამოვნო მომენტი, როცა აწყობ უსაყვარლეს ხეს…
მინდა, ვიყო ჯანმრთელად და ჩემი ქვეყანა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, მოვიდეს სიხარული და სიყვარული“, - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„სასწრაფოდ გაავრცელეთ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ“ - რომში დაკარგულ ქართველს ეძებენ
🔵„უდიდესი დანაკლისია ყველასთვის“ - შორენა გოგოჭური გარდაიცვალა