Digest Logo

გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

1620839439
გურამ დოჩანაშვილის საფლავი

დღეს 12 მაისს მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. დღესვე  
დაიბეჭდა მისი სამ ტომეულის (ბრმადყოფილზე და..), მესამე ტომიც, რომელზეც მწერალი ბოლო პერიოდში მუშაობდა.

მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. დოჩანაშვილი იყო ავტორი ისეთი ნაწარმოებებისა, როგორებიცაა „სამოსელი პირველი“, „ბრმადყოფილზე, და...“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და ა.შ.

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი - დიასახლისი. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკში და ვერაზე. მწერლის ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, პაპა — სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.

მისი შემოქმედება კი თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

22 წლის იყო, როდესაც სიმაღლიდან გადმოვარდა –დოჩანაშვილის მეუღლე გარდაცვლილ შვილზე

ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს - დოჩანაშვილის ციტატები