გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
შვილის ინფორმაციით, მამამისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ მისი ვარაუდით, კაცი შორს წასვლას ვერ შეძლებდა.
აკაკი დემუროვი, ბოლოს, მეზობლებმა საკუთარ უბანში ნახეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
სპეციალისტებმა ორჯერ გამოიყენეს დრონი, ასევე დაათვალიერეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა კაცის ადგილსამყოფლის დადგენა ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
დაკარგული კაცის საძიებო პროცესში, ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ინფორმაციის შემთხვევაში დარეკვა შესაძლებელია ნომერზე: 555 45 15 21.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ხანძარი ბათუმში - კადრები ადგილიდან
⭕კონსტანტინე გამსახურდია დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული, ვისთანაც ჯვარი დაიწერა
წყარო: primetime.ge