საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე {კოკო} გამსახურდია დაოჯახდა.
მან ჯვარი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაიწერა. მისი რჩეული ენათმეცნიერი და სახელმწიფო მართვის სპეციალისტი ნუცა გამსახურდიაა, რომელიც მეუღლის გვარს ატარებს.
როგორც ცნობილია, წყვილის პროფესიული ნაცნობობა წლების შემდეგ სიყვარულითა და ქორწინებით დაგვირგვინდა.
ცნობისთვის, კონსტანტინე გამსახურდია წლების განმავლობაში დაქორწინებული იყო მხატვარ ნინა ბარდაველიძეზე, რომელთანაც ორი ვაჟი - დემეტრე და ზვიადი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.ambebi.ge