Digest Logo

გურჯაანში 4 წლამდე ბავშვი აუზში დაიხრჩო

1624290863
ტრაგედია ინდონეზიაში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ საბანაო აუზში ოთხ წლამდე ბავშვი დაიხრჩო. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი , სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს გაეპარა, თუმცა , ზუსტად რა გარემოებებში მოხდა ტრაგედია ჯერჯერობით უცნობია.

გარდაცვლილის ოჯახში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.