Digest Logo

🎥 „გვაქვს კონკრეტული დროები, როცა იყენებს გაჯეტებს, თუმცა ეს დროები არავითარ შემთხვევაში არ არის ჭამის დრო“ - რას ჰყვება ნუცა ქავთარაძე

1740643096
ნუცა ქავთარაძე.

ბავშვები და გაჯეტები - ეს იყო გადაცემა „პრაიმშოუს“ მთავარი თემა, სადაც სხვადასხვა სფეროს ცნობილ წარმომადგენლები იყო სტუმრად და აღნიშნული თემის შესახებ ისაუბრეს.

ერთ-ერთი სტუმარი ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე იყო, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და როგორც გადაცემაში აღნიშნა, მას შეზღუდული აქვს გაჯეტებთან ურთიერთობის დრო.

„სანი უკვე წამოიზარდა და ბაღში დადის, ბაღი კი თავის მხრივ ქმნის მის რუტინას, რაც არ უნდა მოინდომოს როცა ბაღშია წვდომა ვერ ექნება გაჯეტებთან, თუმცა ბაღის შერჩევისას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, ხომ არ იყენებენ გაჯეტებს ან ეკრანებს.

წიგნები არის კარგი ალტერნატივა სანამ მიხვდება ბავშვი, რომ არსებობს ტელევიზორი. 

სანი უთმობს ტელევიზორს დროს, თუმცა გვაქვს კონკრეტული დროები და ეს დროები არავითარ შემთხვევაში არ არის ჭამის დრო, ეს წესი მქონდა დაბადებისთანავე და ეს იცის ყველამ“, - ამბობს ნუცა ქავთარაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიკეთეს ერთხელ თუ გააკეთებ, ისე გითრევს ვეღარ გაჩერდები“ - გაიცანით ადამიანები, რომლებიც თბილი სადილით უსასყიდლოდ ეხმარებიან ხალხს

🎥 ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი - საფრთხის შემცველი ნივთი, რომელიც ყველა ოჯახშია

🎥 სიახლე „პრაიმშოუში“ - „მაყურებელი მას შემდეგი გადაცემიდან იხილავს“