Digest Logo

🎥 „სიკეთეს ერთხელ თუ გააკეთებ, ისე გითრევს ვეღარ გაჩერდები“ - გაიცანით ადამიანები, რომლებიც თბილი სადილით უსასყიდლოდ ეხმარებიან ხალხს

1740637722
„თხილის გული

გაიცანით საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის ყველა თანამშრომელი მოხალისედ მუშაობს და ადამიანებს თბილი სადილით უსასყიდლოდ ეხმარება.

მათ შესახებ სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მოამზადეს.

„სიკეთეს აქვს ისეთი თვისება, ერთხელ თუ გააკეთებ, ისე გითრევს ვეღარ გაჩერდები. ჩვენ ვართ საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ რადგან ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო და როგორც მათ გაიყვეს ეს ერთი თხილის გული, ისე შეგვიძლია გავანაწილოთ ის მცირედი, რაც გაგვაჩნია და სწორედ ეს გვაქცევს ადამიანად. 

ჩვენ ვართ მოხალისეები და გვყავს 250 ბენეფიციარი, ისინი ყოველდღიურად იღებენ ცხელ სადილს“, - ამბობს ელენე ფანჯიკიძე. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი - საფრთხის შემცველი ნივთი, რომელიც ყველა ოჯახშია

⭕საქართველოს რკინიგზა დღეს დაგეგმილ რამდენიმე რეისს აუქმებს

🎥 „არ არის სასურველი ზედმეტი საუბარი, უმჯობესია სხვებს მოუსმინოთ“ - 27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის