Digest Logo

„გვეხმარება არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში“ - რა მნიშვნელობა აქვს რა ფერის საკვებს მივირთმევთ

1742456756
ხილი და ბოსტნეული

აღმოჩნდა, რომ საკვების ფერები ჩვენს ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, რომ კვირაში 30 სახეობის ხილი და ბოსტნეული მივიღოთ. თუ ყოველდღე 5 სახის მრავალფეროვან საკვებს ავარჩევთ ჩვენი კვების რაციონისთვის, კვირის ბოლოს გეგმა შესრულებული იქნება. 

გაზაფხულზე ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებით დასუსტებულია, ამიტომ საჭიროა მაკრო და მიკრო ელემენტებით შევავსოთ. 

სასარგებლო და საინტერესო რჩევები აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნუტრიციოლოგმა ნინო ლომთაძემ მოგვცა:

„წელს რაც შეიძლება მეტად მრავალფეროვანი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი. უხვად ჩავრთოთ კვებისას ხილი და ბოსტნეული. 

ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენტებს, რაც ჩვენს ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის, ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და სილამაზის შენარჩუნებისთვის სჭირდება. 

აღმოჩნდა, რომ ხილს და ბოსტნეულს თავისი ნიშა ჰქონია:

მწვანე - ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, კალციუმს, რაც აუცილებელია იმუნური სისტემისთვის, ძვლებისთვის, კუნთებისთვის. მათ აქვთ ანტიბაქტერიული მოქმედება. 

წითელი - მსგავსი პროდუქტი გვეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, რადგან შეიცავს ანტიოქსიდანტს. ჩვენს ცხოვრებაში მაღალია სტრესის ხარისხი, დაბინძურებული გარემო, რის გამოც გროვდება მავნე რადიკალები, რაც იწვევს ორგანიზმის დაბერებას. ანტიოქსიდანტები კი ამას ბოჭავენ და დევნიან“, - ამბობს ნინო ლომთაძე.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მძინარეს მანქანამ თავზე გადაუარა, მის ლეკვს ხერხემალი დაუზიანა...“ - ჯესისა და მისი ლეკვის ბუთას გადარჩენის ისტორია

„ოქროს გოგო, რანაირად ხარ ასეთი ლამაზი?“ - ნინო გაჩეჩილაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ჩემო სიყვარულო, გილოცავ...“ - ირინა ონაშვილის შვილი 8 წლის გახდა