Digest Logo

🎥 „გვერდში მედგა მეუღლე, არ მეშინოდა, მყარი საყრდენი იყო ჩემთვის“ - გაიცანით 4 შვილის დედა და 5 შვილიშვილის ბებია

1791791255
ნატო გაბუნია

ნატო გაბუნია 4 შვილის დედა და 5 შვილიშვილის ბებიაა. 

რა ძალა და სიხარული მოაქვს დიდ ოჯახს, როგორ იცვლება შვილების აღზრდის მიდგომები თაობიდან-თაობამდე, რამდენად მნიშვნელოვანია მეუღლის მხარდაჭერა დედობის გზაზე, ამ თემებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ თავად ისაუბრა:

„სიახლოვე გაცნობს შენს შვილს და იმ მიდგომებს, ის ავტომატურად გაგატარებს. 

ბავშვობაში არ მიფიქრია, რომ ბევრი შვილის დედა ვიქნებოდი. ჩვენ ბავშვობის თაობაში მრავალშვილიანობა ასე არ იყო, ყოველ მეორეს არ ჰყავდა სამი და მეტი შვილი. 

90-იან წლებში დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე, ახალგაზრდები ვიყავით ძალიან, უფრო მარტივად ვუყურებდით ამას ყველაფერს იმის გათვალისწინებით, თუნდაც რა სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა იყო იმ დროს, უშუქობა, უგაზობა, არანაირი პირობები. 

გაზრდაშიც ძალიან გვერდში მედგა ჩემი მეუღლე, სირთულეების არ მეშინოდა მისგან გამომდინარე, მყარი საყრდენი იყო ჩემთვის ყოველთვის, შიში არ მქონდა შვილების გაჩენის იმ დროშიც, ასე რომ, ერთმანეთში ჰარმონია იყო“, - ამბობს  ნატო გაბუნია.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕დაუგეგმავი ცვლილებები, წარსულში დატოვებული ურთიერთობების გააქტიურება და ემოციური არასტაბილურობა - როგორი იქნება 12-18 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

🎥 „თეთრი მთვარის“ სასწორში გადასვლა, 3 გეომაგნიტური დღე და პოზიტიური ენერგოველი - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

✕