Digest Logo

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

1791789527
ავარია ავარია

შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ძამას ხეობაში ავტომობილი, რომელსაც ექსკურსიაზე მიმავალი ადამიანები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე მოხდა.

„ექვსი პირი იყო დაშავებული, მათ შორის, 4 ბავშვი. ნაწილი გაეწერა, ორი ისევ აგრძელებს მკურნალობას“, - განუცხადეს გამოცემას ადგილობრივ საავადმყოფოში.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „თეთრი მთვარის“ სასწორში გადასვლა, 3 გეომაგნიტური დღე და პოზიტიური ენერგოველი - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „იღებთ მაქსიმალურ სიკეთეს და დამიჯერეთ, ძალიან იშვიათად ხდება ეს თქვენს ცხოვრებაში“ - მიმდინარე კვირის მთავარი ტენდენციები ანზორ ოდიშარიასგან

🎥 „ის დაბადების დღე თენდება, რომელზედაც მთელი 26 წელი ვოცნებობდი“ - ბარბარა სამხარაძე იუბილარია

✕