
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანა ლორთქიფანიძე ასაკის მიუხედავად იდეალურად გამოიყურება და ეკრანზე თუ თეატრში მუდამ ანათებს.
ამჯერად იგი გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა, სადაც მასზე გავრცელებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე ისაუბრა:
„ბოლო დროს ძალიან გახშირდა და „ტრენდულიც“ კი გახდა დეზინფორმაციის გავრცელება და ადამიანზე ტყუილის დაბრალება.
მეც ვარ ერთ-ერთი მსხვერპლი ცილისწამების და ეს კამპანია დიდი ხანია გრძელდება ჩემ წინააღმდეგ.
მეც და ჩემს ოჯახსაც გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან, პირდაპირ ხელაღებით მაბრალებენ, რომ ვარ სუსის მიერ დაქირავებული ტროლი.
გამოიყენეს ჩემს დაბადების დღეზე გადაღებული ვიდეო, სადაც მადღეგრძელებენ მეგობრები, იმ სახელით მილოცავდნენ, რომლითაც თითქოს მე ვარ რეგისტრირებული.
გვწერენ პირადში მეც და ჩემს ფეხმძიმე შვილსაც, მტკიცებით ფორმაში, გვაყენებენ შეურაცხყოფას და გვემუქრებიან“, - ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჯერ გავოცდი, მერე გამიკვირდა, მერე დავიზაფრე...“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე