Digest Logo

GWP თბილისის ნაწილს წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1781623754
ონკანი, წყალი

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და დედაქალაქის მოსახლეობას გეგმური სამუშაოების შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ინფორმაციით, 17 ივნისს კრწანისის რაიონში, გულუას ქუჩა N4-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 17 ივნისის საღამოს, 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 ივნისის საღამოს 22:00 საათიდან 18 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ შემდეგ მისამართებს:

კრწანისის რაიონში:

გულუას, დავითაშვილის, ცოლიკაურის, ჟორდანიასა და გორგასლის ქუჩებს (ჩიხებითა და შესახვევებით).

ისნის რაიონში:

დოდაშვილის, წულაძის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ჰორბრუკის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნიან. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის (032) 2 93 11 11 და ოფიციალური ფეისბუკგვერდის საშუალებით.