საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია 22 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილი სალომე ჯუღელია. წყვილმა ერთმანეთი სწორედ ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის ბავშვის ნათლობაში გაიცნო.
იგი ლელა მებურიშვილის სტუმარი იყო და „იუთუბის არხზე“ ახალი ამბავი გაავრცელა. მან პროფესია შეიცვალა და მოდელობიდან სპორტის ნუტრიციოლოგიაში გადავიდა:
„ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ექიმი, სულ მიყვარდა და ყურადღებას ვაქცევდი ჯანსაღ კვებას, ცხოვრების წესს, ვარჯიშს. გადავწყვიტე, რატომ არ შეიძლება, რომ ეს საქმე საფუძვლიანად ვისწავლო.
დავიწყე სწავლა და მივხვდი, რომ ძალიან მსიამოვნებს. ისე მსიამოვნებს, რომ არ მეზარება. ნუტრიციოლოგიიდან გადავწყვიტე, რომ კონკრეტულად სპორტის ნუტრიციოლოგია მესწავლა. თან მყავს ისეთი ადამიანები, ვისთანაც შემიძლია პრაქტიკაში გადმოვიტანო.
გვინდა თუ არა, ყველაფერი კვებაზეა დამოკიდებული“, - ამბობს სალომე ჯუღელი.
ასევე დაგაინტერესებთ: