თორნიკე შენგელია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წლებია ევროპული კალათბურთის ელიტაში ასპარეზობს. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლიდერი გახლავთ. თორნიკე შენგელია 22 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილი სალომე ჯუღელია. წყვილმა ერთმანეთი სწორედ ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის ბავშვის ნათლობაზე გაიცნო.
სალომე ჯუღელმა „იუთუბის“ არხზე, მსახიობ ლელა მებურიშვილთან, საკუთარ ცხოვრებაზე, გადალახულ სირთულეებსა და იმ პრინციპებზე ისაუბრა, რომლებმაც მისი პიროვნება ჩამოაყალიბა.
შეგახსენებთ, რომ წყვილს 3 შვილი ჰყავს, რის გამოც მოდელის დილა ქაოსურად იწყება:
„ჩემი დილა ძალიან ქაოსურად იწყება, როცა ვიღვიძებ, ვცდილობ წყნარი დრო მქონდეს, მაგრამ მერე ბავშვებს ვაღვიძებ, რაც მარტივი არ არის.
სახლიდან გასვლა არის ერთი დიდი ალიაქოთი, უნდა შევეცადოთ, თორნიკე არ გავაღვიძოთ, მაგრამ ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ ასე მომხდარიყოს.
ძალას ჩემი ბავშვები მაძლევენ, რადგან მათ ჩემი გვერდში დგომა ძალიან სჭირდებათ, იმდენ სიყვარულს და ენერგიას მაძლევენ, აი, ხომ ასეთი გიჟები არიან, დავრბივართ წინ და უკან, ისეთი რეჟიმი აქვთ და დატვირთულები არიან, მაგრამ რომ ჩაგეხუტებიან, „დედა მიყვარხარ“ რომ გეტყვიან, აი, უცებ თავიდან იმუხტები და ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა.
ჩემი საყვარელი დღის კვება არის საუზმე“, - ამბობს სალომე ჯუღელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წონაში „ტვინით“ დავიკელი, ვიყავი ინტუიციურ კვებაზე...“ - ნინო ჩხეიძე გახდომის საკუთარ მეთოდზე