Digest Logo

Hollywood Reporter-ის ცნობით, ნინო ხარატიშვილის რომანის მიხედვით სერიალს გადაიღებენ

1689148680
ნინო ხარატიშვილინინო ხარატიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის რომანის, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ.

ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ცნობით, წიგნის სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ.

„მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ერთი ოჯახის საგაა. რომანი 2014 წელს გამოვიდა გერმანულ ენაზე.

ამ წიგნისთვის ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლ ბრეხტის პრემია მიიღო. 2020 წელს რომანი ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ვერ გადაიტანა უჩვენობა, მას ორი ძლიერი ქალი უყვარდა და ორივემ დროებით დავტოვეთ...“ - რას წერს ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ლაშა წიქორაძის დედა

🔵„ვერცერთი ვერ გადაურჩა ავარიას. მირანდაც თავის მეგობრებთან ერთადაა“ - ქუთაისში ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა

🎥 „დამესიზმრა რომ ველოსიპედზე ვკატაობდიო... აი, მამამ ეს ოცნებაც აგვისრულა“ - დათი ქოქრაშვილის დედა ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს