მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა იუბილარია. 5 თებერვალს მას 57 წელი შეუსრულდა. რასაკვირველია, მას ასაკი არ ეტყობა და როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.
იას ძალიან უყვარს თავის მოვლა, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეს.
ია ფარულავა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს:
„ძალიან, რომ მიყვარს, იმ ადამიანის დაბადების დღეა“
„ჯანზე გვეყოლე, ბევრ ლამაზ დღეს გისურვებ“
„უბერებელი, საუკეთესო“
„ქართული, ნამდვილი სილამაზე“
„ულამაზეს იას ვულოცავ მის დღეს, ბედნიერება, ჯანმრთელობა ულევი სიხარული“,- წერენ კომენტარებში.
ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორის და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში.
იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მან რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას — თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია: „ფესვები“, „სპირალი“ და სხვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 ტოჩინოშინმა სპორტული კარიერა დაასრულა - ემოციური კადრები თმის მოჭრის ცერემონიალიდან
⭕„უმრავლესობას მაინც მე ვგონივარ“ - ნანიკო ხაზარაძე დედის ფოტოს აქვეყნებს