ქართველმა ექიმებმა კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს. სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს:
„ქუთაისის სასწრაფო დახმარების ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „უგონო“. ქალაქის ერთ-ერთი მაღაზიიდან გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ. ადგილზე უმოკლეს დროში მისულ N7 ბრიგადას იატაკზე დამხობილი შუა ხნის კაცი დახვდა, რომელსაც არ აღენიშნებოდა სასიცოცხლო პარამეტრები, არ იყო პულსი და სუნთქვა.
პარამედიკოსმა მირონის სირბილაძემ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია და შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი რეანიმაციული ღონისძიების ჩატარება. გულის რითმის შეფასებისას მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია.
პაციენტს ჩაუტარდა დეფიბრილაცია, რის შემდეგაც გაგრძელდა გულ-ფილტვის უწყვეტი რეანიმაცია. ადრენალინის მეოთხედ გამოყენების შემდეგ, გფრ-ის დაახლოებით მე-18 წუთზე, მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რიტმი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მკურნალობა გაგრძელდა შესაბამის განყოფილებაში. გარკვეული დროის შემდეგ მამაკაცი გაეწერა ბინაზე და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
პარამედიკოსი მირონის სირბილაძე უკვე 2 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების გუნდის წევრია. ამ პერიოდის განმავლობაში მან არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
პარამედიკოსი: მირონისი სირბილაძე
ექთანი: ნათია კეთილაძე - გეგუჩაძე“, - წერს გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამაო, ვლოცულობ და არ მისრულდება...“ - რას ჰყვება დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„საბოლოო რეზულტატი და უნაკლო ფოტოები...“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე