რეპერი და რეჟისორი ზაზა ნოზაძე სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ახალ წამოწყებაზე, ფილმ „უსაშველობაზე“ ისაუბრა.
ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი თავად არის და სერიალი მოკლე დროის მიუხედავად საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ეს იდეა იმდენად დიდი ხნის წინ გაჩნდა, არც მახსოვს. მინდოდა ყოფილიყო ნანახი გაგონილი და განცდილი ისტორიები. ყველაზე მეტად კავშირი მაყურებელსა და ფილმს შორის არის სინამდვილე. ამას ისინი გრძნობენ. თავიდან ერქვა ამ ყველაფერს „მეზობლები“ მერე დავარქვი „ეს უბანია ძმაო“. სახელებით მიხვდებით რაზედაც ვფიქრობდით. მინდოდა სახელშივე ყოფილიყო იდეა. სერიალია გარეუბნელ მეზობლებზე, რომლებიც მექსიკით ცდილობენ წავიდნენ ამერიკაში სწორედ ამიტომ დაერქვა სახელი USAშველოები. პირველი სამი ასო ამერიკას აღწერს ზუსტად“, - აღნიშნა ზაზა ნოზაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე განსხვავებული...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს