Digest Logo

🎥 „ილია II-ის პატრიარქობის ჟამს მოხდა განახლება მთელი ქართული ეკლესიის...რომ შეიძლება ითქვას, ახალი, მორწმუნე, ქრისტიანული ერი შეიქმნა“ - დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია

1774291042
მაქსიმე ჭანტურია

ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობაზე ისაუბრა.

„ჩვენი პატრიარქი იყო სახე მთელი ქრისტიანული სამყაროსი. ათეისტური კომუნისტური რეჟიმის შემდგომ თავიდან მოინათლა თითქმის მთელი ქართველი ერი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვკითხულობდი ღვთისმეტყველებას და ვეცნობოდი ეკლესიის მოღვაწეობას, მისი მოღვაწეობა ჩემთვის გახდა მაგალითი მამამთავართა მოღვაწეობის - აბრაამის, ისააკის და იაკობის მსგავსი.

ბოლო წლებში, მისი მხცოვანი ასაკის შემყურე წარმოვიდგენდი როგორი იყო აბრაამი, როგორი იყო ისააკის ბოლო წლები, როგორი იყო იაკობის - მამამთავრის მოღვაწეობა და ჩემს გულში პატრიარქი მესახებოდა მამამთავარ იაკობად, რომელმაც 12 ვაჟიშვილი შვა და ახალი ისრაელი შექმნა, ახალი ერი შეიქმნა მის ხელში. ჩემს გულში ვფიქრობდი, რომ მისი (ილია მეორის) პატრიარქობის ჟამს მოხდა სწორედ იგივე - განახლება მთელი ქართული ეკლესიის და გამრავლება იმ დონეზე, რომ შეიძლება ითქვას, ახალი, მორწმუნე, ქრისტიანული ერი შეიქმნა“, - აღნიშნა დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ.

ვრცლად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა გზა აღარ იყო სავალი, როცა ყველაზე მეტად გიჭირდა...ისეთ გზას დაგანახებდა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

⭕ ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქმა საკუთარი მოსაყდრის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, რა წერია ანდერძშიო

⭕ მეუფე შიო: ილია მეორე როგორც თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს, ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში