Digest Logo

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა

1776591401
ილია სულამანიძე

თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში გადასასვლელად კი ნიიაზ ბილალოვს შეებრძოლება.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა კი მეოთხედფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე იბრაჰიმ თათაროღლუ იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში ვალერი ენდოვიცკის შეებრძოლება.

სოფიო სომხიშვილი ხორვატ ელენა ვუკოვიჩთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.