Digest Logo

ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს

1795622482
ილია თოფურია

ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC-ში 2025 წელს შესრულებული საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო.

თოფურიამ აღნიშნული ჯილდო ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მოპოვებული ეფექტური გამარჯვებისთვის დაიმსახურა.

2025 წლის 28 ივნისს, ლას-ვეგასში გამართულ UFC 317-ზე ქართველმა მებრძოლმა ოლივეირა პირველივე რაუნდის მეორე წუთის შემდეგ ნოკაუტით დაამარცხა, მსუბუქი დივიზიონის (70 კგ) საჩემპიონო ქამარს დაეუფლა და ორგანიზაციის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა კავშირშია გემოს მაგია სეზონურ კვებასთან და როგორ უნდა შევარჩიოთ პროდუქტი ბუნებრივი ციკლების შესაბამისად

⭕„ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა“ - „ეპოქის ხელოვანის“ სტატუსით დავით კენჭიაშვილი დაჯილდოვდა

🎥 მუნის შემთხვევებმა მოიმატა - როგორია ექიმების რეკომენდაციები

✕