მომღერალი სოფო ბედია გადაცემა „შუადღის“ სტუმარი იყო.
მან ბულინგზე და კოლეგებთან წარსულ რთულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, ის კოლეგების მხრიდან ხშირად ყოფილა ბულინგის მსხვერპლი.
„ყველაფერი ვერ მოგვეწონება, მაგრამ უარყოფით აზრს არასდროს ვაფიქსირებ. რაც უნდა ვიცნობდე თუ არა, არასდროს ვამბობ, რამე თუ არ მომწონს. ჩემი კოლეგებიც წერდნენ მათ შორის ჩემზე, ვისთან ერთადაც გავიზარდე. ვფიქრობ, როცა ასე წერენ, არ რცხვენიათ. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, სტატუსებსაც წერდნენ…“, - ამბობს სოფო ბედია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „კირამ კულინარიული ნიჭიც გამოავლინა“ - გიორგი გაბუნია შვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს