დეკანოზი პეტრე კოლხი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება.
მამა პეტრე ამჟამად ლონდონში იმყოფება. მის ანაფორის გარეშე გადაღებულ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
ის ფეისბუკზე ფოტოს, საპასუხო პოსტთან ერთად აქვეყნებს და წერს, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და საუკეთესო წუთები, სხვისი ცხოვრების კონტროლში არ უნდა დავხარჯოთ.
„დატკბით ცხოვრებით, ის ერთი ამოსუნთქვაა… ერთხელ იბადებით, ერთხელ კვდებით… რატომ უნდა დახარჯოთ საუკეთესო წუთები, სხვისი ცხოვრების კონტროლში. რატომ უნდა დაუთმოთ უსაზღვროდ დიდი დრო, სხვების განხილვას და კონტროლს.
ძალიან ინანებთ, ძალიან გული დაგწყდებათ, უკან მოიხედავთ და ხელში აღარაფერი შეგრჩებათ, ცარიელი, უაზროდ გადაღლილი და ჰაერში გაფანტული წლების გარდა.
თქვენი აზრით და ჭკუით არავინ იცხოვრობს… უკეთესი იქნება, თქვენც არ იცხოვროთ… მით უმეტეს თავისუფალი სულის ადამიანს, ვისაც ინტელექტიც მაღალი აქვს, გონებაც და განათლებაც, კოლექტიური აზროვნების ჩარჩოში ვერასდროს გამოამწყვდევთ…
სრულიად უსაფუძვლოდ იშლით ნერვებს, გულს იხეთქავთ, ისტერიკაში ვარდებით, მაგრამ მას, ვისაც ყველა ბრუნვაში ატრიალებთ, მხოლოდ მოტივაციას აძლევთ და ინტერესს უღვივებთ, ხელი ევერესტიდან დაგიქნიოთ… იქ კი, არავის ხმა აღწევს, არც ქვების და ტალახის სროლა წვდება, უკან გიბრუნდებათ და ისევ თქვენ ზარალდებით…
ჰო, კიდევ შურს ებრძოლეთ… რაც არ უნდა აღმართოთ ხელები ცისკენ, ღმერთს ვერ იგრძნობთ, თუ შურით დამძიმებულები და გათანგულები დააბიჯებთ…
გარეგნულად ყველას ეტყობა, სინამდვილეში ვის რა ამძიმებს… ჩვენ რეალობაში, ძალიან პატარა ასაკში ბერდებიან, რაც ასაკის სიმრავლით არა, სხვისი ცხოვრების ჩასაფრებით და განხილვით არის გამოწვეული.
ამდენი დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმეთ. წიგნი იკითხეთ, მუსიკას მოუსმინეთ, საინტერესო ფილმები ნახეთ… მერე მიხვდებით , ერთი ანაფორა არა, ასი ვერ აცხოვნებს ადამიანს, თუ ის შინაგანად სუფთა, წრელი და ნამდვილი არ არის…
ბედნიერება საკუთარი თავის პოვნაშია…ეძებეთ ის…“, - წერს მამა პეტრე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი, მდიდრულ კაბებს არასოდეს ვიცვამ“ - რას ჰყვება კირა ანდრონიკაშვილი