
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ცნობილი ქართველი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც მან ცხოვრების რთულ გზებზე, პირადსა და საკუთარ რადიკალურ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
მან ასევე თავის რჩეულზე და მის ოჯახის წევრებზე ილაპარაკა:
„გაიჟღერა ჭორმა, რომ მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და შევიყვარე ეს ადამიანი.
მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ სოფო მეფარიშვილი, რომელიც მე გავიცანი არის ტიკტოკერი, ღირსეულ ვიდეოებს დებს. მე ხორვატიაში ვიყავი და იქ ვნახე ადამიანი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქართულ სულს, ეროვნულ ღირებულებებს. იქ ვთქვი, რომ მე ამ ქართველ გოგოს აუცილებლად გავიცნობდი.
პირველი რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოვძებნე ეს გოგო, გავიცანი, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ოჯახში მივედი, მშობლებთან, ღირსეული ადამიანები არიან“, - ამბობს ლუკა კურტანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სასწრაფო გამოიძახეთ, ძალიან ცუდად ვარ, მომხედეთ“ - რას წერდა ვანო ნადირაძე მებრძოლს გარდაცვალებამდე
🎥 მავნე ცხიმი მარგარინში - არის თუ არა ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში
🎥 სარწყავ არხში ჩვილის ცხედრის პოვნის დეტალები - ვინ და რატომ გაიმეტა ახალშობილი?