Digest Logo

„ხვიჩა, შვილო, ფაქტია, რომ დიდი ტალანტი ხარ, პატარა ქართველებისთვის მისაბაძი მზე ბიჭი საქართველოდან...“ - ქომაგების მხარდაჭერა კვარადონას

1681887210
ხვიჩა კვარაცხელია

„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“,- ასე ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ თამაშს მილანის წინააღმდეგ, სადაც ანგარიში 1:1-ით დასრულდა.

👉„იმედის პენალტი გააფუჭა“ - იტალიური მედიის შეფასება

ალბათ პირველად, საკმაოდ კრიტიკული იყო ხვიჩას მიმართ იტალიური მედია და მათ შორის ქართველი საზოგადოების ნაწილიც, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სოციალურ ქსელში ხვიჩას გამამხნევებელი კომენტარები დაწერეს.

გთავაზობთ კომენტარებს სოციალური ქსელიდან:

⚽ დიდი მადლობა ხვიჩას, ბედნიერი მომენტებისთვის და წამებისთვის. 22 წლის ასაკში ძალიან საამაყო შედეგი და შემართებაა! ვიცით რომ ამ პოსტს და კომენტარებს ნახავ და გვინდა იცოდე რომ ძალიან გვეამაყები, უფრო დიდი გამარჯვებები კი წინაა. მადლობა.

⚽ ხვიჩა, შვილო, ფაქტია რომ დიდი ტალანტი ხარ, შენ რომ არა ნაპოლი ვერ მიაღწევდა დღევანდელ მდგომარეობას, დღესაც ყველას ჯობდი, მაგრამ წარმატებებმა ემოციები იცის, არ ჩაგითრიოს, იყავი მტკიცე და შეუდრეკელი.

პენალტის დროს წამიერი პაუზა რომ გაგეკეთებინა დაინახავდი, მეკარემ დარტყმას დაასწრო და მარჯვნივ გადაიხარა შენ კი ბურთს მარცხნივ მშვიდად შეუგორებდი. თანამედროვე ფეხბურთში წამები წყვეტენ მატჩის ბედს.
მოიგე წამი, შეინარჩუნე სიმშვიდე და წინ ვერავინ დაგიდგება.

⚽ პატარა ქართველებისთვის მისაბაძი ხარ და მომავალში დარწმუნებული ვარ ოქროს ბურთს მოიგებ“

⚽ არაუშავს ხვიჩა, შენ მაგაზე არ იდარდო. მე ცოლი რო მევიყვანე ლიგას კი არა, მთელ სანათესავოს გამევეთიშე, მარა არ მომიკლია თავი.

⚽ საოცარი ბიჭი ხარ  ძლიერი და ჯერ სად ხარ ყველაფერი წინ გააქვს ახლა დაიწყო ჯერ კვარა ყველას უყვარს  შენ უამრავი შეძელი სულ ცოტა დროში და კიდევ რამდენი გამარჯვება გელის.

⚽ საუკეთესო იყავი მოედანზე, როგორც არა ერთხელ ყოფილხარ და უფრო მეტჯერ იქნები.

⚽ გული არ გაიტეხო!? ჩვენთვის მაინც ჩემპიონი ხარ!

⚽ კვარა, ცუდ დღეებს კარგი მოსდევს, მუდამ.

⚽ წარმატებები ჯერ წინ ელოდება კვარას. საოცარი სადებიუტო სეზონი აქვს და მომდევნო კიდევ უფრო უკეთესი იქნება. 

⚽ მხოლოდ 22 წლის ხარ, უამრავი წარმატებები წინაა!

⚽ ყველას გვეამაყები, სპორტში ყველაფერი ხდება! წინ უფრო დიდი მწვერვალებისკენ!  მადლობა ყველა ბედნიერი წამისთვის.

⚽ ხვიჩა მადლობა ემოციებისთვის, ძაან მაგარი ბიჭი ხარ და სასწაული ფეხბურთელი, ყველაფერი წინ გაქ. ბრავო.

 ⚽ არ დანებდე ჯიგარ, ასეთი დღეები მოიტანს წარმატებებს მომავალში.

⚽ გვახსოვდეს, რომ ამ სეზონის გაბრწყინებული წინაა. ერთი პატარა რესტარტი და წინ სკუდეტოსკენ.

⚽ მზე ბიჭი საქართველოდან ჯერ სადაა, აწი იწყება კვარას აღმასვლა.

⚽ „როგორც კი ხვიჩა კვარაცხელიაზე ბურთების გადაცემა დაიწყეს, ეს ბიჭი გამორჩეულიც გახდა დღევანდელ თამაშში „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგაზე.

აქამდე სად იყვნენ თანაგუნდელები? მართალია 11-მეტრიანი ვერ გაიტანა, მაგრამ კვარამ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „ნაპოლი“  გამოეთიშა ლიგას და დარჩა იტალიის პირველობის მოგების ამარა. წარმატებები ხვიჩას. ნაპოლი-მილანი 1:1 (0:1)“, - წერს გოგა ჩანადირი. 

⚽ „თავიდან ვცდილობდი პოზიცია დამეფიქსირებინა ამ მეტსახელებსა და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მაგრამ შემდეგ დავნებდი (იღიმის). კვარა ჯანსაღი ბიჭია, მგრძნობიარე, საოცარი ხარისხი აქვს. პირველ ტაიმში ვერ მოახერხა მეტოქის მოტყუება, როცა ამის შანსი ჰქონდა, თუმცა, მეორე ტაიმში ორჯერ გიჟურად ითამაშა და მომენტები შექმნა. ბოლოს ისიც დაიღალა, როგორც სხვები. ჩანს, რომ ბოლო დროს დაღლილობის გამო გაუჭირდა. თუმცა, კარგად ვითამაშეთ, ისე, როგორც გვინდოდა. კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია, ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით და თავისი ხარისხით დაგვეხმარება იმ დიდი მიზნის მიღწევაში, რომელიც წინ გვაქვს (სკუდეტოს მოგება). ჩვენ ის გვჭირდება“, - აღნიშნა სპალეტმა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეტლით არაფერი სრულდება, დამიჯერეთ, რომ იწყება“ - როდის და რატომ გახდა ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლე

🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?